მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჯერ არაფერი არ დასრულებულა, ახლა ვეცნობი სტრუქტურას და ვსწავლობ, ამის შემდეგ მოხდება...

“ჯერ არაფერი არ დასრულებულა, ახლა ვეცნობი სტრუქტურას და ვსწავლობ, ამის შემდეგ მოხდება გუბერნიის დაკომლექტება”- ალექსანდრე მოწერელია

Published on

 
„მე განვაცხადე ასეთი რამ, ყველა ის საჯარო მოხელე, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, იქნება ჩვენს გვერდით. ჩემი მოსვლისას ბატონმა კოდუამ დაწერა განცხადება და დავაკმაყოფილე, ასევე პრესსამსახურებმა, დანარჩენი, ვინც აქ მუშაობენ, დაკვირვების პროცესში არიან. დებულების თანახმად, მე მაქვს 60-დღიანი ვადა დაკომპლექტების და ამის მერე მოხდება დაკომპლექტება გუბერნიის ადმინისტრაციის. ახლა გავდივარ  მათთან გასაუბრებებს, ვეცნობი, ვსწავლობ სტრუქტურას.“- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. თაიმერის კითხვაზე, თუ რა პრინციპით შეირჩა მისი მოადგილე, ყოფილი პოლიციელი ირაკლი ჯიქია და რამდენად არის ეს კადრი საინტერესო და აუცილებელი პოლიტიკისთვის, მოწერელიამ განაცხადა, რომ მოარულ ჭორებს ის არ ეყრდნობა, „ჯიქიას აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება, მიღებული აქვს ჯილდოები, არის ანალიტიკოსი და არა უბრალოდ ოპერმუშაკი, რაც მნიშვნელოვანია დღეს, რადგან სწორედ ასეთი კადრებით უნდა შევძლოთ გამკლავება იმ ხარვეზების, რაც თვითმმართველობებში არსებობს“-  განაცხადა მოწერელიამ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...