მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილი ცემენტის ბიზნესში შევიდა და დაიწყეს სხვების განზე გაწევა"- მიხეილ სააკაშვილი

“ივანიშვილი ცემენტის ბიზნესში შევიდა და დაიწყეს სხვების განზე გაწევა”- მიხეილ სააკაშვილი [Video]

Published on

საქართველოში ყალიბდება კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი, რომელიც საერთოდ უსპობს ქვეყანას განვითარების პერსპექტივებს, ამიტომ, ახლა ოცნების ნაცვლად მოქმედების დროა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს. 
სააკაშვილის განცხადებით, ცემენტისა და ხორბლის წარმოებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. 
 
„თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან გამოვიდნენ ცემენტის მცირე მწარმოებლები, ვინაიდან მთავრობამ მათ დაუწყო შეზღუდვების დაწესება და რეალურად კლავს ამ ბიზნესებს. მაგრამ რატომ ხდება ეს? – სულ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა საქართველოში ცემენტის ყველაზე მსხვილი მწარმოებლის, „ჰაიდელბერგ ცემენტის“ 50 პროცენტი. როგორც კი ივანიშვილი შევიდა ამ ბიზნესში, დაიწყეს ყველა დანარჩენის გაწევა. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიკარგება ასობით და ათასობით სამუშაო ადგილი მცირე ბიზნესებში, რომელიც ცემენტს აწარმოებს და გაუძვირდება მშენებლებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ცემენტის ფასი. ეს არის მონოპოლია. როგორც დიდი ზვიგენი ჭამს აკვარიუმში პატარა თევზებს, ასევე ოლიგარქი ყლაპავს პატარა ბიზნესებს. 
 
იგივეს აკეთებენ ხორბალზე, ვითომ ტურიზმს არ შეუძალოს ხელიო, ხმელეთიდან ხორბლის შემოტანა შეზღუდეს. რატომ? – იმიტომ, რომ ტერმინალი, რომელიც ფოთის პორტშია და მასთან ბიზნესმიმართება აქვს ივანიშვილს, ის გახდეს მონოპოლისტი ხორბლის შემოტანის, რაც პოტენციურად ასევე აძვირებს ხორბლის და პურის ფასს და ადამიანებს ტოვებს შემოსავლის გარეშე. ასე ხდება, როცა ოლიგარქი თათს დაადებს მთელ ქვეყანას. რაც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ ამ მონოპოლიას დავასრულებთ ოქტომბრის არჩევნებზე. რადაც არ უნდა დამიჯდეს, მე პირადად ამას გავაკეთებ. ამ პირობებში საქართველოში ყალიბდება კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი, რომელიც საერთოდ უსპობს ქვეყანას განვითარების პერსპექტივებს. ამიტომ, ახლა დროა მოქმედების, ოცნების ნაცვლად. ჩვენ ერთად დავასრულებთ ქოციანობას, გავათავისუფლებთ საქართველოს და გავუხსნით მას პერსპექტივას“, – აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე გაავრცელა. 
 
 
 

სიახლეები

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება...