მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნების" ლიდერები გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ზუგდიდში პარტიულ აქტივს დახურულ კარს...

“ქართული ოცნების” ლიდერები გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ზუგდიდში პარტიულ აქტივს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან

Published on

ზუგდიდში " ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები ზუგდიდში პარტიულ აქტივს ხვდებიან. 
შს მინისტრი გიორგი გახარია, პარტია " ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახი კალაძე,  პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ამ წუთებში ხობის, ზუგდიდისა და ფოთის პარტიულ აქტივს ხვდებიან. შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ქართული ოცნების ოფისთან რამდენიმე ადამიანი იყო მოსული, მათი თქმით ისინი სამსახურებიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ამ ადამიანებმა დახმარება შსს მინისტრს და პარტიის ლიდერებს სთხოვეს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...