მთავარისიახლეებიპოლიტიკახმაური და დაპირისპირება პარტიული აქტივის შეხვედრის პარალელურად - უკმაყოფილო მოქალაქეები მათი საკითხებით...

ხმაური და დაპირისპირება პარტიული აქტივის შეხვედრის პარალელურად – უკმაყოფილო მოქალაქეები მათი საკითხებით დაინტერესებას ითხოვენ

Published on

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების,, პარტიულ შეხვედრის არალელურად გარეთ უკმაყოფილო მოქალაქეები იცდიდნენ.ნაწილი წარმოადგენდა ბაზრის ადმინისტრაციას,რომლებიც ბაზარში არსებული სიტუაციის შესწავლას ითხოვენ.საქმე ეხება წიტა ტერიტორიას,რომელიც კერძო მესაკუთრემ დაიკანონა და იქ მშენებლობას იწყებს.შეხვედრის დასრულების შემდეგ სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია მათ საკითხის შესწავლას დაპირდა. ასევე აქ იმყოფებოდნენ საბიბლიოთეკო გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი ზეინაბ მორგოშია და მისი მეუღლე,გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ალიოშა ალანია. მორგოშიას მიმართვამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი ხმაური გამოიწვია, კერძოდ, ის დაუპირისპირდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას,რომელსაც კორუმპირებული უწოდა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა. სიტუაცია ადგილზე მობილიზებულმა სართალდამცავებმა განმუხტეს. საბოლოოდ სამეგრელოს გუბერნატორი გათავისუფლებულ ცოლ- ქმარს შეხვედრას და დეტალებში გარკვევას დაპირდა. ზეინაბ მორგოშია სამსახურიდან 2017 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, მან უწყებას სასამართლო დავაც მოუგო, თუმცა ამ დრომდე სამსახურში აღდგენილი არ არის. ასევე აქ იმყოფებოდა ,,ქალები მშვიდობისათვის,, ხელმძღვანელი ლალი ანთიაც

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...