მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ - 2008 წლის ომის დროს ყველაზე დასამახსოვრებელი...

დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ – 2008 წლის ომის დროს ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა ჯონ მაკკეინისგან

Published on

საქართველოს შესახებ სენატორ მაკკეინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი იყო 2008 წლის 12 აგვისტოს, ამერიკელ ამომრჩევლებთან ნათქვამი შემდეგი ფრაზა: „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“.
 
„პატარა ქვეყანა საქართველო რუსეთის მხრიდან თავდასხმის წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ზოგიერთმა ამერიკელმა შეიძლება იკითხოს, თუ სად მდებარეობს საქართველო, თუ რატომ უნდა ვწუხდეთ იმაზე, რაც ხდება იმ შორეულ ადგილას, თუმცა ისტორია ხშირად კეთდება შორეულ ადგილებში. დღეს დილით ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მან იცის, რომ ამერიკელი ხალხი ლოცულობს და მხარს უჭერს მამაც ქართველ ერს, რომელიც დღეს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. მთხოვა, მადლობა გადამეხადა თქვენთვის, მადლობა გადამეხადა იმისთვის, რომ ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს ამ პატარა დემოკრატიას, რომელიც შორსაა ამერიკისგან. მას ვუთხარი, რომ ვიცი, თითოეული ამერიკელის სახელით ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...