მთავარისიახლეებისაზოგადოებამარიამობა მზიანი იქნება

მარიამობა მზიანი იქნება

Published on

28 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 
 
27 აგვისტოს, დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა მცირე წვიმა. 28 აგვისტოს კი, კვლავ უნალექო, მზიანი ამინდი იქნება.
 
28 აგვისტოს ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით 30–35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 28–33 გრადუსი, ხოლო თბილისში – 32 გრადუსი. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...