მთავარისიახლეებიპოლიტიკასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ თანამდებობა სამხარეო ადმინისტრაციის გუნდთან ერთად...

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ თანამდებობა სამხარეო ადმინისტრაციის გუნდთან ერთად დატოვა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ლაგვილავა თანამდებობას სამხარეო ადმინისტრაციის გუნდთან ერთად ტოვებს. 
„შევხვდი ახალ გუბენატორს, ვისაუბრეთ, მან მითხრა, რომ დარჩი, გადავხედოთ. თუმცა მე გადასახედი არაფერი მაქვს და მივიღე გადაწყვეტილება, რომ წამოვიდე,“- უთხრა „ოდიშინიუსს“ პაატა ლაგვილავამ. მისი თქმით, სამსახური მასთან ერთად ოპერატორმა გოჩა ლემონჯარიამ და თეო კვარაცხელიამ დატოვეს. პაატა ლაგვილავა ფეისბუკის გვედრზე მადლობას უხდის გუნდის წევრებს და ურნალისტებს.„განსაკუთრებული მადლობა ჟურნალისტებს, თანამშრომლობისა ერთად გათენებული ღამეებისთვის, მადლობა მუნიციპალიტეტების, სამინისტროების პიარებს! მადლობა გუნდს და გვერდში მდგომი ადამიანების უზარმაზარ არმიას“
პაატა ლაგვილავას თქმით, აქვს შემოთავაზებები, მან დატოვა სამსახური, თუმცა  რჩება გუნდის წევრად. „პიარის სამსახური ასეა, ახალს, ახალი კადრები მოყავს და ველოდით კიდეც ამას“- აცხადებს ლაგვილავა.
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...