მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ორიგინალურად ეხმაურება ანგელა მერკელის ვიზიტს საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი ორიგინალურად ეხმაურება ანგელა მერკელის ვიზიტს საქართველოში

Published on

მიხეილ სააკაშვილი ორიგინალურად ეხმაურება ანგელა მერკელის ვიზიტს საქართველოში და კომენტარების გარეშე გამოყოფს იმ მნიშვნელოვან მესიჯს, რომელიც გერმანიის კანცლერმა გააჟღერა  საქართველოში.
 
,,Angela Merkel-რა არის დემოკრატია? ეს არის გამარჯვება არჩევნებში უმრავლესობის; მაგრამ დემოკრატია არის ასევე მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში. ეს არის დემოკრატიის ანა -ბანა. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ გზაზე.
 
და მერე გადადის, რომ სომხეთში საინტერესო პროცესები განვითარდაო. ანუ ხელისუფლების ცვლილებას აფასებს დადებითად :)) და მერე ამბობს – მაგრამ სომხეთი მზად არ იყო რომ ამას ფუნდამენტური ცვლილება გამოეწვია და თქვენ უფრო ხართო '' – წერს პრეზიდენტი სააკაშვილი. 
 
ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ  საქართველოს მთავრობა ამაოდ  ცდილობს მიაფუჩეჩოს ანგელა მერკელის ეს უმნიშვნელოვანესი და მისთვის ფრიად უსიამოვნო მესიჯი –  შუბი ხალთაში არ იმალება და არ არის აუცილებელი (მიხეილ სააკაშვილის დონეზე რომ არაფერი ვთქვათ) თუნდაც ამ უმწეო ხელისუფლების დონეზე გესმოდეს პოლიტიკისა და დიპლომატიის ანაბანა,  რომ ჩასწვდე, რას ნიშნავს და მოასწავებს ოლიგარქისთვის ეს გზავნილი. 
 
ჩიტადინი ამ საქმეს ვერ შველის – ვერც მიჩუმათება. ,,მსგავს რამეს ფეხზე მყარად მდგომ ხელისუფლებას საჯაროდ და ოფიციალურად მსოფლიო ლიდერები  არ ეუბნებიან. '' – ეს უკვე სოციალური ქსელიდან არის.  

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...