მთავარისიახლეებიპოლიტიკადაადასტურებს თუ არა ინკოგნიტო კერძო კოლექციონერი, რომ ჩიტადინის ფასდაუდებელი...

დაადასტურებს თუ არა ინკოგნიტო კერძო კოლექციონერი, რომ ჩიტადინის ფასდაუდებელი ტილო მერკელისთვის საჩუქრად ხელისუფლებას ნებით და უსასყიდლოდ გადასცა.

Published on

ტილო, რომელიც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჩუქრად გადასცა, ქუთაისში მცხოვრები კერძო პირის მფლობელობაში იყო. –  ეს განცხადება გაკეთდა ახლახან  მთავრობის ადმინისტრაციაში იმ აჟიოტაჟის პაასუხად, რომელიც საზოგადოებაში მერკელისთვის გაკეთებულ ძვირფას საჩუქარს მოყვა.  
 
როგორც  მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ნამუშევარი წარმოადგენს პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის (1616-1681) ფერწერას სახელად „ნატურმორტი კურდღლით“ და შესრულებულია ზეთის საღებავით ტილოზე.
 
მათივე ინფორმაციით, ტილო საქართველოს ხელისუფლებას კერძო კოლექციონერმა უსასყიდლოდ გადასცა. 
 
მე-17 საუკუნის ფერწერული ტილო დრეზდენის გალერეის ექსპონანტად ირიცხება და აქამდე დაკარგულად ითვლებოდა. 
 
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...