მთავარისიახლეებისაზოგადოებაუშბაზე წლების წინ დაკარგული ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს

უშბაზე წლების წინ დაკარგული ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს

Published on

მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის, დავით რატიანის ინფორმაციით, ისინი უცხოელმა ალპინისტებმა იპოვეს.
 
„„ბოლო დღეებში დაკარგულების შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, ჩვენ იქ სამძებრო სამუშაოები არ გვიწარმოებია, სესაბამისად უცხოელმა ალპინისტებმა ისინი შემთხვევით იპოვეს. სავარაუდოდ, წლების წინ დაღუპული ტურისტები არიან, თუმცა დაზუსტებით მაინც ვერ ვიტყვით. თოვლის ინტენსიურმა დნობამ ხელი შეუწყო მათ აღმოჩენას. ნეშტი ჯერჯერობით არ ჩამოგვისვენებია, ველოდებით სპეციალისტებს. ტურისტების მიერ მათი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ჩვენამდე დღეს მოვიდა“- აცხადებს დავით რატიანი
 
უწყებაში  ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის მოხდება უშბიდან ნეშტების გადმოსვენება. მათი თქმითეს მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით მოხდება. 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...