მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში დღეს ანგელა მერკელი ჩამოვა

საქართველოში დღეს ანგელა მერკელი ჩამოვა

Published on

დღეს საქართველოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. გერმანიის კანცლერი ოფიციალურ ვიზიტს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრით დაიწყებს.ასევე შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.ანგელა მერკელი შეხვედრებს თბილისში ვიზიტის მეორე დღეს, 24 აგვისტოსაც გამართავს, მათ შორის დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან.ანგელა მერკელი შეხვდება პრეზიდენტსაც. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა სტუდენტებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გერმანული მედიის ცნობით კი, საქართველოს მიმართ სოლიდარობას გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაღუპულ მეომართა მემორიალის გვირგვინით შემკობით გამოხატავს,
ქართული მხარისთვის მთავარი თემები ოკუპაცია და ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...