მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი მიმწყვდეული მელიის მდგომარეობაშია

სალომე ზურაბიშვილი მიმწყვდეული მელიის მდგომარეობაშია

Published on

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს  გაუმკლავდეს საზოგადოებაში გაცენილ საფუძვლიან ეჭვებს, რომ  მისი კანდიდატურის ,,მხრადაჭერა '' მმართველი პარტიის მხრიდან მხოლოდ დროებითია და სულ მალე ეს ღიად გაცხადდება.
 
სიტუაცია სალომე ზურაბიშვილის გარშემო და მისი რექაცია ძალიან ჰგავს ცნობილი იგავ-არაკის პერსონაჟის – კუთხეში მიმწყვდეული მელიის მცდელობას  თვალი დაახუჭოს რეალობაზე და თავი ინუგეშოს იმით, რომ ეს ყველაფერი ესიზმრება.
 
 
,,ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ პარტიაში არსებობდეს ასეთი დისკუსია. მე ამას მივესალმები, არ მეჩქარება, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.
 
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას მმართველი გუნდის მხარდაჭერის იმედი აქვს და „ქართულ ოცნებაში“ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიებს მიესალმება. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ნებისმიერ არჩევნებში პარტიას საკუთარი კანდიდატურა სურდეს.
 
„ჩემი მოლოდინი არ იცვლება ასე სწრაფად. იმედი მაქვს, რომ იქნება მათი მხარდაჭერა, მაგრამ ჩემი კანდიდატურა უკვე დაყენებულია, ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომელსაც 8 სექტემბრამდე შევიტან ცესკოში და ვიქნები საპრეზიდენტო კანდიდატი. რაც ეხება იმ დისკუსიებს, რაც „ქართულ ოცნებაშია“, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ პარტიაში უნდა არსებობდეს ასეთი დისკუსიები. მე ამას მივესალმები. არანაირი პრობლემა არ მაქვს. არც მეჩქარება. ყველამ ვიცით, რომ დრო არის 8 სექტემბრამდე და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ.
 
მე მგონი, არაფერი შეცვლილა. ვიცით, რომ მუდამ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ შიდა კანდიდატურა და მუდამ იყო ასეთი დისკუსიები. ბუნებრივია პარტიისთვის, რომ ნებისმიერ არჩევნებში სურდეს თავისი კანდიდატურა. სხვა საქმეა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რააც მიღებული იქნება. მე აქ ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც შემაშფოთებელია,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
ამ დროს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრიც და ყველა, ვისაც ქართულ ოცნებაში სიტყვა ეტქმის, აცხადებენ, რომ არაფერია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გუნდში დისკუსია მიმდინარეობს. კერძოდ, მამუკა ბახტაძის თქმით, გუნდში მიმდინარეობს დისკუსია, რა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებზე – უარი თქვას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, თუ მიიღოს მონაწილეობა
 
 
სალომე ზურაბიშვილის კლებად შანსებზე დარჩეს ქართული ოცნების ფავორიტად საპრეზიდენტო არჩევნებში, ღიად წერს მედიაც.  ამ მხრივ საინტერესოა თაიმ ნიუსის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როგორც მისთვის სანდო წყაროები აცხადებენ , ქართული ოცნება და კერძოდ ბიძინა ივანიშვილი მთელ ოპოზიციურ სპექტრს დიდ საჩუქარს უმზადებს, მარ­თველ პარ­ტი­ა­ში პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად ბიძინა ივანიშვილი დასახელდება, თუმცა ."ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ღია კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან ამ ეტაპ­ზე თავს იკა­ვე­ბენ.
 
ხმაურია სოციალურ ქსელშიც.
 
,,აღარ არის მიკიბულ – მოკიბული ლაპარაკის დრო!
სალომე ზურაბიშვილი უნდა მიხვდეს, რომ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს საკუთარ თავსაც და ხელისუფლებასაც. მიხვდეს და მოხსნას თავისი კანდიდატურა. ხომ ფაქტია, რომ ე. წ. შეხვედრებზე ოც კაცზე მეტს ვერ აგროვებს?!
„ქართული ოცნებაც" უნდა მიხვდეს, რომ დროზე უნდა თქვას უარი მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე.სირცხვილია ამ კომედიის გაგრძელება.თორემ ერთი ნაბიჯია კომედიიდან ტრაგიკომედიამდე…
სხვათა შორის, ამას მიტმასნილი მედროვენიც უნდა მიხვდნენ, პანეგირიკებს რომ ამაოდ აცხობენ.საინტერესოა, რას გამოელიან?! – წერს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე.
 
სალომე ზურაბიშვილი კი ,, ვერაფერს ხვდება'' და მისი შტაბიდან  მხარდამჭერთა მისამართით განუწყვეტლივ იგზავნება ტექსტი, რომელიც მის პოლიტიკურ  სიბეცეზე რომ არაფერი ვთქვათ კორექტორულ სიბეცეზეც მეტყველებს:  – „ტუ ტაბახმა ხართ მიირის მონაწილეობა გტხოვთ მობრძანდეტ სასტუმრო რედისონისი პურველ სარტულზე და ხელმოწერით დაადასტუროთ ტქვენი ტანადგომა. მადლობთ“
 

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...