ა. ო „ქალები მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე ლალი ანთია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტატს ედიშერ თოლორაიას მიმართავს და აცხადებს, რომ ე. წ. მილების საქმის შესახებ პროკურატურას დაუყოვნებლივ აცნობოს ყველა ის ფაქტი, რამ მან ამის შესახებ იცის. ანთია ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი წერილისა, მან ვერ მოახერხა თოლორაიასთან შეხვედრა. ლალი ანთია ამბობს, რომ შიმშილობის დაწყებას აპირებს.კითხვაზე, თუ რატომ ფიგურირებდა ლალი ანთიას სახელი მილების გახმაურებულ საქმეში, მან აღნიშნა, რომ ლევან შონია, რომელიც მაშინ პოლიციის უფროსი იყო და ედიშერ თოლორაია, რომელიც გამგებლად მუშაობდა, მის ორგანიზაციას იყენებდნენ და რიცხავდნენ თანხას, რომელიც როგორც ანთია ამბობს, გვიან გაიგო, რომ მილების თანხა იყო.ლალი ანთიამ დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ის მთავარ დამნაშავედ მილების საქმეში მმართველი გუნდის დეპუტატს ედიშერ თოლორაიას ადანაშაულებს და მისგგან ფაქტის აღიარებას ითხოვს. 2013 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის მილების ქურდობის საქმეზე ედებოდა ბრალი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით იყო აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.
სიახლეები
სიახლეები
დაკავება თაღლითობის ბრალდებით – კომპანიის მფლობელს, რომელმაც მოქალაქეს 24 ათასი ლარი მოტყუებით გამოსძალა, 9 წლამდე ციხე ემუქრება
თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით,...
საზოგადოება
თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს
ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას ამის...
საზოგადოება
ვრწმუნდები, თუ რა დიდი მოვლენა იყო ოთხი ოქტომბრის საქართველოს ეროვნული კრება – პაატა ბურჭულაძე
„მინდა მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემულ მოსამართლეებს: "ვადევნებ თვალს თქვენს პროცესს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები,...
სიახლეები
ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...