მთავარისიახლეებიკულტურახობის სიძველენი - საქართველოს სიამაყე

ხობის სიძველენი – საქართველოს სიამაყე

Published on

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა ხეთის ციხეს (ხამისკური), ზემო ბიის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიას, ზემო ქვალონის წმ. გიორგის ეკლესიას, ზენის ჯიხას (საჯიჯაო), გაღმა საჯიჯაოს ჯიხას, ყურუმულიას ჯიხას (პირველი მაისი), მაჩხომერის ჯიხას (პირველი მაისი), ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს სოფელ ძველ ხიბულაში.
 
როგორც  ხობის სიძველეთა დაუღალავი მცველი  ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია აცხადებს,  ამ მოვლენას უაღრესად დადებითი ემოციები მოყვა ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, თუმცა გარკვეული წუხილიც გამოითქვა იმ ობიექტების შესახებ, რომლებსაც ჯერ-ჯერობით სტატუსი არ მინიჭებიათ.
 
,,საზოგადოებას ვაუწყებთ, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწისზედა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის შესახებ შედგენილია საჭირო დოკუმენტაცია და გაგზავნილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. 
 
 
 
მოგეხსენებათ საქართველოში არათუ ათასობით, არამედ ათიათასობით ძეგლის ნიშნის ობიექტია, მარტო ხობის მუნიციპალიტეტში 500 ერთეულს გადააჭარბებს. 
 
 
ძეგლების სტატუსების მინიჭებისათვის სააგენტოსთან მუშაობს სპეციალური საბჭო, რომლის წევრებსაც კოლოსალური სამუშაოების ჩატარება უწევთ. მათ დრო სჭირდებათ, ვფიქრობთ უახლოეს მომავალში ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ და ჩვენს მიერ წარდგენილ ობიექტებს უახლოეს მომავალში შესაბამისი სტატუსები მიენიჭებათ.- ცნობისათვის, ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს ჯეგეთას წმ. გიორგის სახელობის არქიტექტურულ კომპლექსს, ხოლო ხობის მონასტერი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია'' – აცხადებს გოგიტა ჩიტაია
 
 
 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...