მთავარისიახლეებისაზოგადოება„აგრიჯორჯიას“ ჭითაწყარის ბაზაზე გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, კომპანიამ მუშაობა დროებით შეაჩერა

„აგრიჯორჯიას“ ჭითაწყარის ბაზაზე გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, კომპანიამ მუშაობა დროებით შეაჩერა

Published on

ზუგდიდში შპს „აგრიჯორჯიას“ ჭითაწყარის ბაზაზე გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, კომპანიამ მუშაობა დროებით შეაჩერა.
 
როგორც  კომპანიის წარმომადგენელმა მერაბ ჭითანავამ განუცხადა, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა დეტალების გარკვევას ისინი პოლიციასთან ერთად ცდილობენ. 
 
„ინტენსიურად ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, რომ საქმის დეტალები გაირკვეს. პირი, რომელიც გარდაიცვალა, როგორც აღმოჩნდა ტრაქტორების სავალ ნაწილზე იყო. კომპანია „აგრიჯორჯია“ და ყველა მისი თანამშრომელი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით. კომპანიამ შეაჩერა მუშაობა მისი ხსოვნისათვის პატივის მისაგებად“, – აცხადებენ „აგრიჯორჯიაში“.
 
შპს „აგრიჯორჯიას" თხილის პლანტაციაში გუშინ 67 წლის მამაკაცი დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, მას ტრაქტორი დაეჯახა. მათივე თქმით, პლანტაციაში მტვერია და ტექნიკა სწრაფად მოძრაობს.
 
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...