მთავარისიახლეებიპოლიტიკაშავი ზღვის უნივერსიტეტის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მწვავე კრიტიკული გამოხმაურება მოყვა

შავი ზღვის უნივერსიტეტის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მწვავე კრიტიკული გამოხმაურება მოყვა

Published on

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტები აქციებისთვის ემზადებიან –  სტუდენტები განათლების სამინისტროსთან აქციას 23 აგვისტოს გამართავენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
 
ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად სასწავლებლის მხრიდან დავალიანება – 700 ათასი ლარი, სახელდება.
 
ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროფესიული წრეებიდანაც და ფართი საზოგადოების მხრიდანაც კრიტიკული გამოხმაურება მოყვა.   განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მაღლი სტანდარტის სასწავლებელი, შესაბამისად, უნივერსიტეტისთვის სტუდენტების ნაკადის ერთი წლით შეზღუდვა არასამართლიანი და უკანონოა. ისინი პრემიერსა და განათლების მინისტრს მოუწოდებენ, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს.
 

„მიუხედავად ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დადებითი დასკვნისა, ვნახეთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რითაც შეზღუდა სტუდენტების უფლება და ეს მეტყველებს იმაზე, რომ აკრედიტაციის და ავტორიზაციის საბჭოები მუშაობენ სერიოზული დარღვევებით და ხარვეზებით. ამაზე რეაგირება არის აუცილებელი. ამიტომ მოვუწოდებ პრემიერსა და განათლების მინისტრს, რომ მოახდინონ რეაგირება და შეაჩერონ ეს უკანონო გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა უმაღლესი განათლების ექსპერტმა, მარიამ გერსამიამ.

 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები  სასწავლებლის ადმინისტრაციას შეხვდნენ . საია ელოდება დოკუმენტს, თუ რის საფუძველზე მიიღო ავტორიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება
 
.ხელისუფლება კი კრიტიკის პასუხად  დაჟინებით აცხადებს , რომ სტუდენტებს უპრობლემოდ გადაანაწილებენ სხვა სასწავლებლებში ანუ  ამ უკანონო გადაწეყვეტილების უკან წაღებას არ გეგმავს. 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...