მთავარისიახლეებიპოლიტიკა“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” მოუწოდებს ალექსანდრე მოწერელიას 10 დღის ვადაში დატოვოს...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” მოუწოდებს ალექსანდრე მოწერელიას 10 დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი პოზიციები

Published on

ახალდანიშნულ გუბერნატორებზე ქონებრივი ფლობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო". ალექსანდრე მოწერელია გუბერნატორად დანიშვნამდე “საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა
და ექსპორტიორთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოწერელია ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:
• შპს “ქაპ ჯორჯია” – 49% წილის მფლობელი და დირექტორი
• შპს “ფიმა ჯორჯია” – 50% წილის მფლობელი
• შპს “აერკომპანი” – 16.34% წილის მფლობელი
ალექსანდრე მოწერელია ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათზე მეტ მიწის ნაკვეთს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში (საერთო ფართობი 65 000 კვ. მეტრამდე).
კანონმდებლობის თანახმად, ალექსანდრე მოწერელია შპს „ქაპ ჯორჯიაში” დირექტორის პოზიციიდან
უნდა გადადგეს, კომპანიებში კუთვნილი წილები კი მინდობით სხვა პირებს უნდა გადასცეს.- წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...