მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრემიერი გვერდს უვლის კითხვას, გაუშვეს თუ არა გოგაშვილი თანამდებობიდან თანხების მითვისებისა...

პრემიერი გვერდს უვლის კითხვას, გაუშვეს თუ არა გოგაშვილი თანამდებობიდან თანხების მითვისებისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პოლიტიკურ აჟიოტაჟს უწოდებს სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გადადგომის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს .
 
 ვფიქრობ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური აჟიოტაჟი – ასე უპასუხა ბახტაძემ ჟურნლისტების შეკითხვებს, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია , რომ გოგაშვილი თანამდებობიდან თანხების მითვისებისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო გაუშვეს. 
 
 
"ამ საკითხთან დაკავშირებით თვითონ უწყება გააკეთებს კომენტარს.'' განაცხადა მან, თუმცა  სუს-ში გოგაშვილის გადადგომის დეტალებზე ამ დრომდე არ საუბრობენ
 
ერთერთი ვერსიით, , იოსებ გოგაშვილი ქართული ოცნებისთვის საარჩევნოდ გაღებული შემოწირულობების მითვისების გამო გაუშვეს. გარდა ამისა, გოგაშვილის სახელს არა ერთი სკანდალური საქმე უკავშირდება, რაც შესაძლოა, მისი მოხსნის მიზეზი გამხდარიყო.
 
რაც შეეხებაბ პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციას, რომელმაც  თემირლან მაჩალიკაშვილი შეიწირა, ლიკვიდირებული ჭაბუკის ოჯახთან ერთად  სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის – იოსებ გოგაშვილი, პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს ოპოზიციაც.
 
მათი განცხადებით, გოგაშვილის სახელთან დაკავშირებულ კითხვებს რეალური პასუხები უნდა გაეცეს, რისი იმედიც მათ არა აქვთ.
 
 
 

შეგახსენებთ, გუშინ იოსებ გოგაშვილმა, რომელიც   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ  2015 წლის აგვისტოში დაინიშნა, თანამდებობა დატოვა. 
 ამ ფაქტს მყისვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.
 
,,ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან, თითქმის ყველა სუსის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან. ბორია,შენი მუქარების მე არ მეშინია,აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ, მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს . არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა- წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...