მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს აღიარებს: რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55.81%-ით...

შსს აღიარებს: რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55.81%-ით არის გაზრდილი

Published on

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2018 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55.81%-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. 
 
როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის იანვარ-ივლისში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობამ 33 054 შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 21 214 დანაშაულია რეგისტრირებული.
ამავდროულად, შემცირებულია დანაშაულის გახსნის სტატისტიკა. 2017 წლის იანვარ-ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 53.82%, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა 36.67%-ია გახსნილი.
 
2018 წლის იანვარ-ივლისში ჩადენილია: სიცოცხლის წინააღმდეგ 1355 დანაშაული, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 222 დანაშაული, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 1476 დანაშაული, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ 39 დანაშაული. ამასთან, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ რეგისტრირებულ დანაშაულთა არცერთი მათგანი გახსნილი არ არის.

სიახლეები

“საქართველოს მოქალაქეობა წამართვეს”-ლაშა გაბიტაშვილი

ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც აბუ-დაბიში "ოცნების" წევრებს დაუპირისპირდა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს რომ...

“ოცნება” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს

"ოცნება" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს - ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. საკითხი შესაძლოა...

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა 2016 წელს, 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორია...

“ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ -ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ პროცესზე შესაძლოა,...