მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაქართველოს მთავრობა სირაქლემას პოზაშია, პუტინი კი სისხლიანი ხელებით ცეკვავს ვალსს ავსტრიელ მინისტრთან

საქართველოს მთავრობა სირაქლემას პოზაშია, პუტინი კი სისხლიანი ხელებით ცეკვავს ვალსს ავსტრიელ მინისტრთან

Published on

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაისვას საქართველოს ოკუპაციის საკითხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა. 
 
მისივე თქმით, საქართველოს ოკუპაციის საკითხი გამქრალია მაღალი დონის შეხვედრებიდან.
 
"როდესაც ანგელა მერკელი პუტინს შეხვდა, უნდა ვკითხოთ, იყო თუ არა ამ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს შესახებ. გარდა ამისა, საერთოდ რა რეაგირება აქვს საქართველოს მთავრობას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა – სამარცხვინო ფაქტი, როცა პუტინთან ვალსი იცეკვა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა და ეს იყო, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უღირსი საქციელი ევროპული მაღალჩინოსნისა. პუტინი როცა ამ დონეზე მიღებულია ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკურ თუ სამეფო კარზე, ადამიანი, რომელმაც მოახდინა ჩვენი ქვეყნის და უკრაინის ოკუპაცია, ეს არის სამარცხვინო ფაქტი. პუტინი სისხლში გასვრილი ხელებით ცეკვავდა ვალსს და ეს სამარცხვინო ვიდეო მსოფლიომ ნახა. ამაზეც უნდა ჰქონდეს რეაგირება საქართველოს მთავრობას და არ უნდა იყოს სირაქლემას პოზაში. პუტინთან ურთიერთობა და მითუმეტეს, საქორწილო სუფრაზე მისი მიღება, არის სამარცხვინო და ეს უნდა თქვას ყველამ, იქნება ეს პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ საქართველოს მთავრობის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენი პარტნიორი ქვეყანა",- განაცხადა გოცირიძემ.
 

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...