მთავარისიახლეებისაზოგადოებამშენებლობაზე ისევ მსხვერპლია

მშენებლობაზე ისევ მსხვერპლია

Published on

უბედური შემთხვევა თბილისში – "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა თბილისში ნოცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა.
 
ერთ-ერთი ვერსიით, ის დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. მშენებლობაზე მომუშავეები ამბობენ იმასაც, რომ ინჟინერმა თავი შეუძლოდ იგრძნო და დახმარება ითხოვა. 
 
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
 
ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, სადაც კერძო დასახლებაა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა უკვე დიდი ხანია აპროტესტებს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...