მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმერკელი თბილისში, ხაჯიმბა და ბიბილოვი - მოსკოვში

მერკელი თბილისში, ხაჯიმბა და ბიბილოვი – მოსკოვში

Published on

საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტის პარალელურად, 24 აგვისტოს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას მიიღებს.
 
შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების 10 წლის თავზე გაიმართება.
 
ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ცხინვალში, აღიარებიდან 10 წლის თავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე გასული წლის ნოემბერში დაპატიჟა, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნულ მოწვევაზე უარი განაცხადა.
 
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ვლადიმერ პუტინი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა არ იცვლება.
 
ექსპერტების აზრით  პუტინს სეპარატისტი ლიდერების მიღებით სურს   ხაზის გაუსვას იმას, რომ  რუსეთის პოლიტიკა არ შეცვლილა და დასავლეთი არ ენაღვლება“, ანუ სურს  მიანიშნოს დასავლეთს, რომ მას არ ენაღვლება ვინ ჩავა საქართველოში, რადგან საქართველოს მიმართ მას  აქვს საკუთარი პოლიტიკა, რომელსაც არ ცვლის.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...