მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.დასახელებულია კიდევ 5 რეგიონის გუბერნატორიც

პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.დასახელებულია კიდევ 5 რეგიონის გუბერნატორიც

Published on

საქართველოს პრემიერმა 6 რეგიონის ახალი გუბერნატორები დაასახელა. ახალი რწმუნებულები მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.
 

საკადრო ცვლილებები შეეხოთ გუბერნატორების მოადგილეებსაც, პრემიერმა სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დანიშნა ჭუბერის გამგებელი ნინო ვიბლიანი.

პრემიერის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იქნება. 
 
ალექსანდრე მოწერელია ამ დრომდე არ ადასტურებდა ხმებს იმის შ ესახებ, რომ გუბერნატორის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა დღეს ეს ოფიციალურად დადასტურდა.
 
 ალექსანდრე მოწერელია თხილის გადადამუშავებელთა და ექსპორტიორთა გამგეობის თავმჯდომარე გახლავთ,  როგორც ამბობენ, მისი კანდიდატურა მთავრობას სოფლის მეორნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარუდგინა. ძლიერი მხარადაჭერა ჰქონდა მას ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრისგანაც. – ინფორმაციას ამის შესახებ STV-ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, გუბერნატორობის კანდიდატს წინააღმდეგობები ძირითადად ბიზნეს წრეების ზოგიერთ წარმომადგენლებთან ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მის კანდიდატურაზე მინისტრები და რეგიონის დეპუტატები ერთხმად შეჯერდნენ. 
 
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია. ლექსანდრე მოწერელია 21 აგვისტოს  ოფიციალურად შეუდგება მუშაობას .

 
 
"ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარება. სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება არ არის საკმარისი.
 
რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამოცანაა შევქმნათ კიდევ ერთი მექანიზმი კომუნიკაციისა საზოგადოებასთან.
 
ჩვენს მიერ შერჩეულ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი კვალიფიკაცია და ენთუზიაზმი მოახმარონ ქვეყანას,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ გუბერნატორეის წარდგენისას. 

 
 
აქვე აღვნიშავთ, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად  შალვა კერესელიძე დასახელდა, ქვემო ქართლის რწმუნებულად  შოთა რეხვიაშვილი  შიდა ქართლში გიორგი ხოჯევანიშვილი.  იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, სამცხე- ჯავახეთს ბესიკ ამირხანაშვილი, გურიას  ზურაბ ნასარაია.
 
 
 
 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...