მთავარისიახლეებიმსოფლიომერკელი პუტინის შეხვედრა საქართველოს საკითხის განხილვის გარეშე დასრულდა

მერკელი პუტინის შეხვედრა საქართველოს საკითხის განხილვის გარეშე დასრულდა

Published on

23 აგვისტოს საქართველოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. მერკელმა საქართველოში ვიზიტამდე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა, თუმცა მხარეებმა თითქმის სამ საათიანი შეხვედრა, საქართველოს საკითხის განხილვის გარეშე დაასრულეს.მოლაპარაკება უკრაინის კრიზისს და ჩრდილოეთ ნაკადი ორის მშენებლობას დაეთმო.  მომხდარს ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი შემაშფოთებელს უწოდებს, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში.„ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის, დაინტერსდა თუ არა გერმანიის კანცლერი პუტინთან შეხვედრის დროს საქართველოს საკითხით.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ანგელა მერკელის საქართველოსადმი მხარდაჭერას მისი ვიზიტიც ადასტურებს.„ზუსტად ის არის მნიშვნელოვანი, რომ ანგელა მერკელი საქართველოში ჩამოვა. სწორედ ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება გერმანიის მხრიდან,“-განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ.საქართველოს ხელისუფლების არასწორ საგარეო პოლიტიკაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველო აღარ მოიაზრება საერთაშორისო საზოგადოებაში ისეთ მოთამაშედ, რომელსაც გლობალურ პოლიტიკაში თავის სიტყვის თქმა შეუძლია.„ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ არც მერკელი და არც ნებისმიერი სხვა განვითარებული და დიდი სახელმწიფოს პირველი პირი არ საუბრობს საქართველოზე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი კოტე იოსელიანი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...