მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება გადაცემული ბინებით კეკლუცობს და უბინაო დევნილების პრობლემების გადაფარვას უკვე დაბინავებულებზე ზრუნვით...

ხელისუფლება გადაცემული ბინებით კეკლუცობს და უბინაო დევნილების პრობლემების გადაფარვას უკვე დაბინავებულებზე ზრუნვით ცდილობს

Published on

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გამართა. 

 ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით,  ვახტანგ ყოლბაიამ   წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და თანამშრომლებისგან  მოისმინა ინფორმაცია რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისსოციალურ-ეკონომიკური პრობლემების , მათ შორის სოციალურად დაუცველი დევნილებისათვის დახმარების გაცემის წესის შესახებ.

„საუბარი შეეხო  ასევე დევნილების კომპაქტურ ჩასახლებებში მცირეფასიანი/ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიმდინარეობაზე და ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვახტანგ ყოლბაიამ ინფორმაცია ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში ამხანაგობების შექმნის პროცესზე მოისმინა. 

„შეხვედრისას გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც მერიასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი.

სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სამაგიეროდ პრესსამსახურის ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი იმაზე, შეეხო თუ არა საუბარი მათ,  ვინც დღემდე უბინაოა და უმწვავეს პრობლემად მიაჩნია უსამართლობა დევნილებისთვის ბინის გადაცემაში არსებული კორუფცია და  ,,შენ-ჩემობა''. ან ვინ დასვამდა ამ საკითხს სამთავრობო შეხვედრაზე, როცა ხელისუფლება გადაცემული ბინებით კეკლუცობს და უბინაო დევნილების პრობლემების გადაფარვას უკვე დაბინავებულებზე ზრუნვით  ცდილობს. 

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...