მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოფელ კობში დაუდგენელმა პირებმა, სავარაუდოდ, სასაფლაო დანაღმეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა...

სოფელ კობში დაუდგენელმა პირებმა, სავარაუდოდ, სასაფლაო დანაღმეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს.

Published on

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში დაუდგენელმა პირებმა, სავარაუდოდ, სასაფლაო დანაღმეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს.
 
ამ ინფორმაციას „ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრები ავრცელებენ, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ თრუსოს ხეობიდან მომავალი ტურისტებისგან შეიტყვეს.
 
 
,,თრუსოს ხეობაში დაგეგმილი ასვლის მერე, სოფელ აბანოდან უკანა გზაზე, მანქანები გავაჩერეთ და ჩვენი ორგანიზაციის წევრი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ტურისტებს დაელაპარაკა. ერთმა ტურისტმა კონფიდენციალობის დაცვის გარანტია სთხოვა და უთხრა, რომ სოფელ კობში, ძველ სასაფლაოზე, უცნობმა პირებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა ააფრიალეს და, სავარაუდოდ, ადგილი დანაღმეს – აცხადებს მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა – ,ადგილი გუდაური-სტეფანწმინდის ტრასიდან ახლოს იყო. ამის შემდეგ სასწრაფოდ ამ ადგილის მოსაძებნად გავემართეთ და ვიპოვეთ კიდეც.  იქ  მისულებს სასაფლაოზე სამართალდამცველები დახვდნენ, რომლებსაც ტერიტორია უკვე შემოსაზღვრული ჰქონდათ ლენტით
 
 
 
 
 .ჩვენი გამოჩენისთანავე ადგილზე გაჩნდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, პლუს, ექსპერტ-კრიმინალისტები. ისინი უსაფრთხოების მიზნით ახლოს არავის უშვებდნენ, მათ არ დაადასტურეს დანაღმული დროშის არსებობის ფაქტი, თუმცა, გვთხოვეს, ჩვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტერიტორია დაგვეტოვებინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ნაღმი სხვაგანაც იყოს ჩადებული.
 
 
ლაშა ბერულავამ ჟურნალისტის უფლება გამოიყენა და უსაფრთხოების ზომების დაცვით, ლენტის გადაკვეთის გარეშე, ფოტოები და ვიდეო გადაიღო, იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ადგილზე დახვედრილი პოლიციელები მის შეზღუდვას ცდილობდნენ. ამ ფაქტმა და იმან, რომ ჩვენ რომ არა, ამ ფაქტს ფართო საზოგადოება ვერ გაიგებდა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თრუსოსა და დარიალის ხეობის მიმართულებით რუსული საფრთხეები რეალურია და ხეობაში ჩვენი დაბანაკება – აუცილებელი.,
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...