მთავარისიახლეებისაზოგადოებასასტუმრო "ლეოგრანდი" დაიხურა

სასტუმრო “ლეოგრანდი” დაიხურა

Published on

 შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან მიმდინარეობდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაისურაძემ განაცხადა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, სასტუმრომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა, რის გამოც უწყებამ სასამართლოს მიმართა, სადაც სასტუმრომ სასამართლოს ორივე ინსტანციაში წააგო. 
 
“ვიდრე სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ მოწესრიგდება, სასტუმრო ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს. სასტუმროს მხრიდან არ მოხდა იმ ვალდებულებების გათვალიწინება და დარღვევების გამოსწორება, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო“,- განაცხადა ლევან მაისურაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 20-მდე პირი დაშავდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, საქმეზე ორი პირია დაკავებული

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...