მთავარისიახლეებიეკონომიკაროგორც აზდაკი იტყოდა, გაზი ძვირდება, პურის ფასისა გეშინოდეთ, ხალხო

როგორც აზდაკი იტყოდა, გაზი ძვირდება, პურის ფასისა გეშინოდეთ, ხალხო

Published on

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილი 37 ლარიდან 44 ლარამდე გაძვირდა. ამასთან, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 70 თეთრიდან 80,5 თეთრამდე გაიზრდება. 
 
იმის გამო, რომ პურის წარმოებაში ფქვილთან ერთად ენერგომატარებლების წილიც საკმაოდ მაღალია, გამორიცხული არ არის, რომ მალე ფასმა პურზეც მოიმატოს. 
 
მსხვილ მწარმოებლებს იმის თქმა  უჭირთ, თუ რამდენი თეთრით გაძვირდება პური, ამ ეტაპზე უჭირთ. თუმცა მცირე ზომის საცხობებში ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში პურზე ფასი შესაძლოა, 10 თეთრით გაიზარდოს.
 
 
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება (დღგ-ს ჩათვლით). ამის შესახებ ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში. 
 
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კომერციულ საწარმოებს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური არ იმატებს. 
 
„ყაზტრანსგაზ – თბილისი" დღეს ჯამში 500 000-მდე აბონენტს ემსახურება. გაზის ტარიფის კორექტირება კი მხოლოდ 15 ათასი აბონენტისთვის მოხდება. მიუხედავად ტარიფის ზრდისა, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სხვა კომპანიებთან შედარებით მაინც ინარჩუნებს ყველაზე დაბალ ტარიფს კომერციული მომხმარებლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცნობისათვის, კომერციული აბონენტებისათვის 
 
რეგიონებში გაზის ფასი შეადგენს 86 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით). მოსახლეობის მეტი უსაფრთხოებისათვის, კომპანია დედაქალაქში ახორციელებს მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რაც თბილისის მოსახლეობის გაზმომარაგების ქსელზე გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა. ეს პროექტები თბილისის მოსახლეობის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის მიმდინარეობს. იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირებას ახდენს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი რჩება და ტარიფის კორექტირება ეხება მხოლოდ კომერციულ აბონენტებს. კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის მიწოდების ფასი დერეგულირებულია. შესაბამისად, მიწოდების ფასი ამ სექტორში განისაზღვრება თავად მიმწოდებელი კომპანიების (დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“) მიერ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საკითხი შესწავლილია, ფასის ზრდა დასაბუთებულია. კომპანიამ შესაბამისი წერილით უკვე მიმართა სემეკს“, -ნათქვამია განცხადებაში.
 
კომერციული საწარმოებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირებას მცირე ბიზნესის წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ.
 
არ არის გამორიცხული, რომ ბუნებრივ აირზე ფასის მატების გამო, პური გაძვირდეს. ამის შესაძლებლობაზე უკვე საუბრობენ იმ ობიექტების მფლობელები, რომლებიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ საკუთარი პროდუქციის საწარმოებლად. მათ შორის არის საცხობები და თონეები.
 
ისინი არ გამორიცხავენ, რომ ფასის მატება მათ ბიზნესზეც აისახოს უარყოფითად, რადგან შესაძლოა, მათი შემოსავალი შემცირდეს და გაუჭირდეთ გაძვირებული ტარიფის გადახდა.
 
„რა თქმა უნდა, ტარიფის გაზრდა ჩვენს გადასახადებსაც გაზრდის. გაიზრდება პროდუქციის ფასიც, იმიტომ, რომ ჩვენ თუ ამაში 5 თეთრით ნაკლებს ვაძლევთ, ვერ მივცემთ 5 თეთრით ნაკლებს და იმაშიც მეტი დაგვიჯდება, რა თქმა უნდა, ორმაგ წაგებაში წავალთ ერთის მაგივრად,“ – აცხადებენ მეპურეები
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...