მთავარისიახლეებისაზოგადოებაფრთხილად: წამალი, , რომელიც კლავს

ფრთხილად: წამალი, , რომელიც კლავს

Published on

 სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 13 აგვისტოს გამოსცა ბრძანება საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან კიდევ  რამდენიმე მედიკამენტების ამოღების შესახებ. 
 
ეს არის კიბოს რისკის შემცველი კარდიოლოგიური მედიკამენტები, ე.წ. წნევის წამლები. მათი  რეესტრიდან ამოღებისა და იმპორტის შეჩერების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საბაჟო გამშვებ პუნქტებს უკვე აცნობა.
 
 
საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ასეთი 11 დასახელების 42 სახეობის მედიკამენტი იყიდებოდა. ესენია: 
 
Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ)
CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)
CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ)
CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)
Valz (40მგ; 80მგ; 160მგ)
Valz H (80მგ; 160მგ)
NORTIVAN® (80მგ; 160მგ)
Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)
Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ)
Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)
Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ
forte 10მგ/160მგ/25მგ).
 
საქართველოში აღნიშნული წამლების რეგისტრაციის შეჩერების ბრძანება, როგორც აღინიშნა,  13 აგვისტოს გამოიცა, თუმცა ისინი მომდევნო დღეებშიც იყო ხელმისაწვდომი აფთიაქებში. ამიტომ სიფრთხილე მომხმარებელსაც მართებს.  საქმე ეხება აქტიურ სუბსტანცია “ვალსარ-ტანს“, რისგანაც ეს წამლები მზადდება და რომლის მწარმოებელიც ერთ-ერთი ჩინური ფარმაცევტული კომპანიაა.
სპეციალისტების განმარტებით, ჩინურმა კომპანიამ თავისი ტექნოლოგია შეცვალა, რის შემდეგაც  გამოვლინდა, რომ ის მინარევს შეიცავს, რაც შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადების გამომწვევი რისკ-ფაქტორი იყოს
 
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით,   2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში   საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან სულ 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს. ამოღებულ მედიკამენტებს შორისაა  დიაზეპამი (აღრიცხვის წესში ხარვეზის გამო), ვიტამინი B (შენახვის წესის დარღვევა) ოფტან-დექსამეტაზონი (რომლის შენახვის წესი იყო დარღვეული), მუკალტინი (ვადაგასული), კოლინი (ვადაგასული), გლემპიდი (ვადაგასული), ადიპი (ვადაგასული), ატენორიკი (ვადაგასული), ბლესტარი (ვადაგასული), სომნგამა (დარღვეული იყო აღრიცხვის წესი), მაგიტუსი (პრობლემა დაფიქსირდა ასევე აღრიცხვის წესში), ფენაზეპამი (დარღვეული იყო აღრიცხვის წესი), პროტარგოლი (ვადაგასული), ამტასი (შენახვის წესის დარღვევა) და ა.შ.
 
 აღსანიშნავია,  რომ ამოღებულ მედიკამენტებს შორის ,ყველაზე მეტი საქართველოში წარმოებული პროდუქტია. საქართველოში, პოლონეთსა და უკრაინაში წარმოებული მედიკამენტების ჩამორთმევის ღონისძიებების შედეგად  157 შემთხვევაში საქართველოში, 102 შემთხვევაში უკრაინაში, ხოლო 90 შემთხვევაში პოლონეთში წარმოებული ფარმაცევტული საშუალების ამოღება მოხდა.
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...