მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზების დიალოგი საქართველოსთან , როგორც მეზობელ ქვეყანასთან? რას ფიქრობს ამაზე საქართველოს...

აფხაზების დიალოგი საქართველოსთან , როგორც მეზობელ ქვეყანასთან? რას ფიქრობს ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი

Published on

 ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზებაა ერთიან და ევროპული ტიპის ქვეყანაში ცხოვრება. – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 
 
ასე გამოეხმაურა იგი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილიე.წ პრემიერ-მინისტრის,  „დეპუტატმა“ სერგეი შამბას ინტერვიუს  რადიოსადგურ Эхо Москвы-ს ეთერში.
 
  "ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება არის ჩვენი შეთავაზება, სადაც დაცულია ყველას ღირსება, უფლებები და თითოეულ მოქალაქეს აქვს საშუალება ნიჭისა და პოტენციალის რეალიზაცია მოახდინოს", – აღნიშნა ბახტაძემ
 
 სერგეი შამბას ინტერვიუს გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც.
 
აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი აუცილებელია. ამის შესახებ მზაობა არაერთხელ გამოგვითქვამს და ცხადია, ღია ვართ, -„ამგვარი დიალოგი ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებადაა მონიშნული. შესაბამისი ფორმის განსაზღვრა კი, სხვადასხვა დონეზე, აბსოლუტურად შესაძლებელია, პოლიტიზირების გარეშე, რისი გამოცდილებაც თავადაც გვაქვს, თუ სხვებს არ დავესესხებით”,- აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი. 
 
მისივე თქმით, ახალ შესაძლებლობებს აჩენს ასევე სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ახლახან წარმოადგინეს და რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კონტაქტების წახალისების, ურთიერთობების გაღრმავების, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის გაშლისკენ.
 
„აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ერთადერთი და უალტერნატივო გზაა მშვიდობისა და უკეთესი მომავლისთვის, რაც საერთო მისწრაფებაა. ეს გზა აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირებების დაძლევას დიალოგის გზით, რაც თავის მხრივ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
 
შეგახსენებთ,   სერგეი შამბამ განაცხადა.,  რომ საქართველოსთან, როგორც მეზობელ ქვეყანასთან, დიალოგის დროა. 
 
„მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. კი, ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, თუმცა ის დიდწილად პოლიტიკური კონფლიქტი იყო, – ამის შესახებ 
„მე საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი ვიყავი. მაგრამ მე პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ დროა, დიალოგის დამყარება და საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ. ჩვენ მეზობელი ერები ვართ და ვიყოთ მეზობლები ჩვენი ბედისწერაა. მეზობელ ერებს შორის, არა მხოლოდ ჩვენსა და საქართველოს შორის, ყოველთვის იყო ომები, ევროპაშიც კი. თუმცა, შემდეგ დგება დრო, როდესაც ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ახლა შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება საქართველოსთან“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

 
 
 

სიახლეები

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...