მთავარისიახლეებიპოლიტიკაუსუფაშვილი უმრავლესობას წაკითხულის გააზრებას, ხოლო სალომე ზურაბიშვილს ტვინის განძრევას ურჩევს

უსუფაშვილი უმრავლესობას წაკითხულის გააზრებას, ხოლო სალომე ზურაბიშვილს ტვინის განძრევას ურჩევს

Published on

უმრავლესობის წევრებმა 15 აგვისტოს უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება პრეზიდენტის სასახლის ფუქნციის შესახებ, არაკორექტულად შეაფასეს , არაკორექტურული გამონათქვამების გამო აკრიტიკებენ.
 
უსუფაშვილის თქმით, თუკი სასახლის ზომა კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირის ძალაუფლებასთან უნდა იყოს კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შენობის სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს. უმრავლესობაში ამ განცხადებას არაკორექტული უწოდეს.
 
15 აგვისტოს, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ სურს. ამბობს, რომ ის არჩევნებში გამარჯვებისთვის მონაწილეობს და მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებისგან ელოდება.
 
„მე ვერ მივიღებ მხარდაჭერას იმ ადამიანებისგან, სახელისუფლებო გუნდისგან, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ეძებს ყველაზე უფრო სუსტ და არაავტორიტეტულ ადამიანს პრეზიდენტობისთვის“, – ამბობს უსუფაშვილი.
 
დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილსა და ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა. „მე პოლიტიკოსებს ვურჩევ, რომ ტვინი მუდმივად განძრეულ მდგომარეობაში გვქონდეს, რომ ასეთი შეცდომები არ დავუშვათ", – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
 
თუ ვინმემ ჩემი გუშინდელი ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღო, ეს არის მოსმენილის გააზრების პრობლემა,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის წევრების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
 
"გუშინ ვსაუბრობდი კონსტიტუციური უფლებამოსილების შედარებაზე პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. ამას თუ შეურაცხყოფად იღებს ვინმე, ნამდვილად არის მოსმენილის და წაკითხულის გააზრების პრობლემა და ახლა ეს სიტყვები შეუძლიათ მიიღონ შეურაცხყოფად. ამ მიდგომებით ჩვენ რომ გვეხელმძღვანელა და თანამდებობის პირის კონსტიტუციური წონით განგვესაზღვრა შენობის და სამუშაო ოთახის მდებარეობა მტკვრის დონიდან, მაშინ მე პრეზიდენტთან შედარებით, მინუს მესამე სართულზე უნდა მემუშავა. ეს არის უკვე სამარცხვინო", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
 
უსუფაშვილის განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ შეაფასა. ვოლსკის თქმით, უსუფაშვილის განცხადებები შესაძლოა, გრამატიკულად გამართულია, თუმცა შინაარსისგან არის დაცლილი და პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ მას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...