მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქული ლირა ბოლო ათ დღეში 20 პროცენტით გაუფასურდა. შესაძლოა ათასობით ქართველი უმუშევრად...

თურქული ლირა ბოლო ათ დღეში 20 პროცენტით გაუფასურდა. შესაძლოა ათასობით ქართველი უმუშევრად დარჩეს

Published on

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა თურქი მინისტრების წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა და ლითონებზე ანკარას საბაჟო გადასახადი გაუორმაგა, ეროვნული ვალუტა 20 პროცენტით გაუფასურდა.
 
ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ოფიციალურ ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაწყებულ სავაჭრო ომს უკავშირებს ტრაპზონის მთავრობა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ კურსის ცვლილებების მიზეზი თურქეთის მიმართ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები გახდა, რასაც ანკარამ საპასუხო ზომებით უკვე უპასუხა.
 
 
 
თურქეთის ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურებისა და სავალუტო კრიზისის ფონზე, შესაძლოა ათასობით ქართველი უმუშევრად დარჩეს.
 
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც წლებია მეზობელ ქვეყანაში მუშაობენ, აცხადებენ, რომ ლირის დრამატული ვარდნა მათ შემოსავალს ყოველდღიურად ამცირებს.
 
 
რუსტავი 2 – ის ცნობით, ტრაპზონში მცხოვრები ქართველები სამუშაოს მიღების იმედით, ქალაქის ცენტრში ყოველდღე იკრიბებიან.
 
ლირის გაუფასურებამ პრობლემები შეუქმნა თურქეთის მოქალაქეებსაც. ტრაპზონში მცხოვრები თურქები ყვებიან, რომ ეროვნულმა ვალუტამ მსყიდველუნარიანობა დაკარგა.
 
იმ შემთხვევაში, თუ ლირის გაუფასურება ამ ტემპით გაგრძელდება, თურქეთში მომუშავე ქართველები ამბობენ, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებსაც ვეღარ შეიძენენ. 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...