მთავარისიახლეებიპოლიტიკათითქმის გამოვლენილია მკვლელი, რომელმაც ზვიადს თავში ტყვია დაახალა…- აცხადებენ პრეზიდენტის შვილები

თითქმის გამოვლენილია მკვლელი, რომელმაც ზვიადს თავში ტყვია დაახალა…- აცხადებენ პრეზიდენტის შვილები

Published on

თითქმის გამოვლენილია მკვლელი, რომელმაც ზვიადს თავში ტყვია დაახალა…- აცხადებენ პრეზიდენტის შვილები, თუმცა გამოძოების დასრულება ხელოვნურად ჭიანურდება და ამ განცხადების გაკეტებიდან შემდეგ გასული ორი თვის სემდეგაც კი ხალხმა არაფერი იცის იმაზე, რა მოხდა იმ საბედისწერო დეს.
 
ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ზვიად გამსახურდიას განზრახ მკვლელობის საქმის შესწავლა დაიწყო. 
 
 
თავად დაზარალებული კი ამ დრომდე ელოდება საქმის მასალების გადაცემას მთავარი პროკურატურისგან. ადვოკატის თქმით საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი დაზარალებულად ერთი წლის წინ ცნეს, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მისთვის დოკუმენტაცია არ გადაუციათ. დაცვის მხარე ასევე ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლომ მათი სარჩელის განხილვა დროულად დაიწყოს. აღნიშნული სარჩელით ისინი იმ ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც პროკურატურას ანიჭებს უფლებას, არ გადასცეს საქმის მასალები და მხოლოდ საგამოძიებო უწყებაში გააცნონ დოკუმენტაცია.
 
"შეუძლებელია პროკურატურის ერთ პატარა ოთახში და ამ საქმის მასალების გაცნობა და სრულფასოვანი ანალიზის გაკეთება. საკითხი რომ დაზარალებულმა ეს საქმის მასალები მიიღოს ხელზე, ეხება არამხოლოდ გამსახურდიას ოჯახის ინტერესებს, არამედ თითოეულ დაზარალებულს ამ ქვეყანაში, რომელიც იმყოფება ინფორმაციულ ვაკუუმში და პროკურატურა ახორციელებს მის ვალდებულებას რომ სრულფასოვნად გააცნოს საქმის მასალები,"-აცხადებს ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი. 
 
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...