მთავარისიახლეებისაზოგადოებათამაზ მეჭიაურს განთავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში უჩივიან

თამაზ მეჭიაურს განთავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში უჩივიან

Published on

თიანეთის მერს თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.ისინი იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და თანამდებობებზე დაბრუნებას ითხოვენ. მათ საქმეს თიანეთის მაგისტრანტი სასამართლო  განიხილავს.პირველი სხდომა დღეს არის დანიშნული. 
 
როგორც მოსარჩელეები  ი ამბობენ, ისინი 2 აგვისტოს პოლიტიკური გემოვნების გამო დაითხოვეს
ისინი თიანეთის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ყოფილი გამგებლის წარმომადგენლები იყვნენ. მათი თქმით, სამსახურიდან ახალმა მერმა დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლა, რომელმაც მათ სამსახურებრივი გადაცდომა დაუდგინა.
 
თიანეთის მერიის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების შეფასებით, ისინი პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

 
„თამაზ მეჭიაურის მერად მოსვლის შემდეგ რაიონში დაიწყო ჩვენი მძიმე ცხოვრება, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გავეთავისუფლებინეთ წარმომადგენლები განსაკუთებით „ქართული ოცნების“ აქტივისტები,“- განაცხადა თიანეთის მერიის ყოფილი თანამშრომელმა, ნატო სუარიშვილმა.
 
სამსახურიდან გათავისუფლებულების ბრალდებებს თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური არ ეთანხმება.
 
„ისინი არ იყვნენ სათანამშრომლოდ მოწოდებულები, თუნდაც ეს დასტურდება ჩემი მისვლის დროს. არათუ მოვიდნენ, რომ თუნდაც ეკითხათ, რომ როგორ ვითანამშრომლოთო, გავიდნენ შვებულებაში,“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.ბრალდებების საპასუხოდ თიანეთის მერი ამბობს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობით იყვნენ დაკავებული და მოვალეობებს არ ასრულებდნენ. – აცხადებს იგი. 
 
 
 
 

სიახლეები

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა...

ზელენსკი: მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს

"მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს. ძალიან უცნაური დუმილია" - ამის შესახებ...

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...