მთავარისიახლეებიპოლიტიკაქვეყანაში სუნთქვა გაჭირდა: ვანო მერაბიშვილი, რომელსაც დაახლოებით ორი კვირაა სასუნთქი გზების...

ქვეყანაში სუნთქვა გაჭირდა: ვანო მერაბიშვილი, რომელსაც დაახლოებით ორი კვირაა სასუნთქი გზების პრობლემა აქვს, საავადმყოფოდან საკანში დააბრუნეს

Published on

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც  დაახლოებით ორი კვირაა სასუნთქი გზების პრობლემა აქვს, საავადმყოფოდან  ერთ საათში  დააბრუნეს საკანში.
 
დღეს ე..წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი შევიდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან ინფორმაცია ვერ მიიღო და ამ დეტალებს უშუალოდ მერაბიშვილისგან მოისმენს.
 
 
 
 
როგორც მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, მერაბიშვილს დაახლოებით ორი კვირაა სასუნთქი გზების პრობლემა აქვს, რის გამოც, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამ ეტაპზე ვანო მერაბიშვილი ისევ სასჯელაღსრულების დასწესებულებაშია დაბრუნებული. 
 
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ გამოკვლევები ჩაუტარდა.  მისი დიაგნოზი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მათივე ცნობით, მან კლინიკაში 1 საათი დაჰყო. 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...