მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმის ერთერთმა უდიდესმა სასტუმრომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხვალ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება,...

ბათუმის ერთერთმა უდიდესმა სასტუმრომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხვალ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, მაგრამ…

Published on

საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურმა სასტუმროს ,, ველმონდის'' ( ,,ყოფილი ლეოგრანდის'') ადმინისტრაციას საქმიანობის შესაჩერებლად ვადა 17 აგვისტომდე მისცა.
 
სამსახურის ინფორმაციით 2018 წელს შენობა სამჯერ შემოწმდა და გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. თუმცა სასტუმროს ადმინისტრაცია ცდილობს  მოიგოს დრო და არ დახუროს სასტუმრო. 
 
 
ადვოკატ კახაბერ წერეთლის თქმით, ადმინისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს. თუმცა, 17 აგვისტო პრობლემური თარიღია სასტუმროსთვის, რადგან სეზონი ამ დროს აქტიურ ფაზაშია.ადმინისტრაცია სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, სადაც გაწერილი იქნება თუ როგორ და როდის აპირებს მენეჯმენტი პრობლემების მოგვარებას. 
 
სასტუმრო "ველმონდის" ყოფილი "ლეოგრანდის" ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს საგანგებო სიტუაციების სამსახურს, არსებული ხარვეზების ეტაპობრივად გამოსწორების შესაძლებლობა მისცენ სასტუმროს მუშაობის პარალელურად. მათი განცხადებით მზად არიან აღასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კი სასტუმროს ადმინისტრაციას ორდღიან ვადას აძლევს, რომ შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა
 
 
შეგახსენებთ, შარშან  "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...