მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ტვინი გაანძრიეთ!“ - მედიის შეურაცხმყოფელი რეპლიკა და ჟურნალისტების პასუხი სალომე ზურაბიშვილს

„ტვინი გაანძრიეთ!“ – მედიის შეურაცხმყოფელი რეპლიკა და ჟურნალისტების პასუხი სალომე ზურაბიშვილს

Published on

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებისადმი მიმართვას -„ტვინი გაანძრიეთ“  „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ ეხმაურებიან. მათი შეფასებით, მსგავსი რეპლიკები მედიის წარმომადგენლების მისმართით, მით უმეტეს მოქმედი დეპუტატისგან, მიუღებელია.
 
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი ვალდებულია, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხოს.
 
იმ შემთხვევაში თუ მსგავსი გამონათქვამები მედიის წარმომადგენლების მიმართ კიდევ გაჟღერდება, ძველიშვილი არ გამორიცხავს, რომ ქარტიამ განცხადება გამოაქვეყნოს.
 
„საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, უპასუხონ ჟურნალისტების ყველა კითხვას, მიუხედავად იმისა, იქნება მათთვის ეს მომაბეზრებელი, მიუღებელი, უხერხული თუ ა.შ. ამგვარი რეპლიკა მით უმეტეს მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც არის მოქმედი დეპუტატი. თუკი დავინახავთ, რომ ეს საკითხი გააქტიურდა და კიდევ უფრო გაძლიერდა ჟურნალისტების მიმართ ასეთი არაეთიკური გამონათქვამები და ამგვარი დამოკიდებულება, შესაძლებელია, რომ ვიფიქროთ განცხადების გამოქვეყნებაზე,“- განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...