მთავარისიახლეებიმსოფლიოცრუგანგაში ერევანში - ჯანდაცვის სამინისტროდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

ცრუგანგაში ერევანში – ჯანდაცვის სამინისტროდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

Published on

სომხეთში უცნობმა პირმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროში დარეკა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობის აფეთქებით დაიმუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
 
 
„დღეს, 11:21 საათზე, უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ მზად არის ჯანდაცვის სამინისტროს შენობა ააფეთქოს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
 
ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ  სამაშველო და სახანძრო სამსახურები. განხორციელდა  სამთავრობო შენობის მე-3 კორპუსის ევაკუაცია, რომელშიც დაახლოებით 2 000 ადამიანია.
 
შენობაში, რომლის აფეთქებითაც უცნობი პირი იმუქრებოდა,  ჯანდაცვის სამინისტროს გარდა განთავსებულია სოფლის მეურნეობის, დიასპორის, შრომისა დასოციალური საკითხების სამინისტროები, ეროვნული სტატისტიკის კომიტეტი და სხვა სახელმწიფო ორგანოები
 
სენობასი ბომბი ან სხვაასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩმდა. სამინისტროების თანამშრომლები სამუსაოადგილებს უბრინდებიან. მღელვარებამ სულ ერთი საათი გასტანა.  ამ წუთებში ერევანში  სიმშვიდეა. 

სიახლეები

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მედიის დაშვების

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და...

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...