მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გზით მიდის და ჟურნალისტებს ,,ჯირყვნის''

სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გზით მიდის და ჟურნალისტებს ,,ჯირყვნის”

Published on

ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ, – ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს. 
 
ჟურნალისტები სალომე ზურაბიშვილისგან დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილის გაღიზიანება და მედიის წარმომადგენლებისადმი აღნიშნული მიმართვა სწორედ ამ შეკითხვას მოჰყვა. 
 
"უკვე გიპასუხეთ. გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი. მე ვთქვი, რომ ჩემთვის არის სრულიად შესატყვისი ორბელიანების სასახლე, მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ასეთი ტიპის სასახლეში. მე ისიც ვთქვი, რომ ჩემ სახლში ვიცხოვრებ. ჩემი სახლიდან ფეხით ვივლი და ესეც არის ახალი ფორმა პრეზიდენტობის," – განაცხადა ზურაბიშვილმა.
 
რითი ივლის სალომე ზურაბიშვილი ბაზარში თუ სამსახურში – ტაქსით თუ  ფეხით  ნაკლებად საინტერესოა, აი, ქვეყანა რომ სულ მალე გადაჯდება ურემზე და მოსკოვის გზას დაადგება , თუკი ეს კანდიდატი ,,  ქართულმა ოცნებამ'' აიყვანა ,,ბუქსირზე'' , აქედანვე ცხადია. თუმცა სალომე ზურაბიშვილი მშვიდად ვერ გამოიყურება  – არის ვარაუდები, რომ მას ,,ქართული ოცნება'' გადააგდებს. ამიტომ ჯობს, ჯერ გადახტეს და მერე დაიძახოს ჰოპ! .

სიახლეები

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მედიის დაშვების

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და...

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...