მთავარისიახლეებიკულტურაანაკლიის ფესტივალზე მულტიფასი 170 ლარია, დღიური ბილეთების ფასი - 75...

ანაკლიის ფესტივალზე მულტიფასი 170 ლარია, დღიური ბილეთების ფასი – 75 ლარი. ცნობისათვის – შშმ პირის პენსია საქართველოში ასი ლარია

Published on

ფესტივალის Echowaves დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ 
 
ანაკლიაში ფესტივალი Echowaves 23 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე გაიხსნება.  როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ,   14 აგვისტოს, შუადღის 4 საათიდან ფესტივალის ბილეთების ფასი გაიზარდა – , მულტიფასი 170 ლარია,  დღიური ბილეთების ფასი კი – 75 ლარი.
 
10 აგვისტოს ანაკლიაში ფესტივალის მედიატურიც გაიმართა. ორგანიზატორებმა ტურიზმის დეპრტამენტის წრმომდგენლებთან ერთად, ჟურნალისტებს მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინეს და პროექტის დეტალებზე ისაუბრეს.
 
ამ ეტაპზე ფესტივალის ტერიტორიაზე სცენების და კვების ობიექტების კონსტრუქციების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რაც კვირის ბოლომდე დასრულდება.
 
ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, დღეისათვის სრულად აწყობილია Eye Stage-ის კონსტრუქცია. ამჟამად კი მუშაობა განათებისა და დეკორაციის აწყობაზე მიმდინარეობს. Taiyo Stage -ის მშენებლობა უკვე დასრულებულია და გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. Main Stage-ის კონსტრუქციის მოწყობა უახლოეს დღეებში დასრულდება.რაც შეეხება Khidi stage-ს, მშენებლობა დაწყებულია და კონსტრუქცია კვირის ბოლომდე მზად იქნება.
 
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, მათ გახმოვანების სისტემა ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიისგან შეიძინეს. აპარატურას საქართველოში რამდენიმე დღეში ელოდებიან, რის შემდეგაც უკვე მისი სცენებზე დამონტაჟება დაიწყება.
 
„ეს მართლაც განსკუთრებული პროექტია. საერთაშორისო ბრენდთან, EXIT-თან ერთად პირველად კეთდება ეს ფესტივალი საქართველოში. იმედი მაქვს, ის სამომავლოდაც გაგრძელდება და აქ კიდევ ბევრ სტუმარს ჩამოიყვანს. ჩვენი სურვილია, საუკეთესო ფესტივალი შევთავაზოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებს,“ -განაცხადა ფესტივალის სლოვენიელმა ორგანიზატორმა, Anaklia Entertainment Group -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრანე კოსტადინოვმა.
 
ფესტივალის პროგრამის მენეჯერი, საშა ჯურჯევიჩი Echowaves-ის, საერთაშორისო მნიშვნელობაზე საუბრობს და მას ქვეყნებს შორის დამაკავშირებელ სივრცედ მოიაზრებს.
 
„ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ქართული ელექტრონული სცენისთვის. ეს იქნება ერთგვარი ხიდი საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის, რადგან ხელს შეუწყობს არტისტების გაცვლას და მათი გამოცდილების გაზიარებას. ანაკლიაში მსმენელს არაერთი ექსკლუზიური შოუ ელოდება. მაგალითად საშუალება ექნებათ, მოუსმინონ ბენ ქლოქისა და მარსელ დეტმანის B2B სეტს, რაც საკმაოდ იშვიათია,"- განაცხადა საშა ჯურჯევიჩმა.
 
რაც შეეხება პირველ კონცერტს, მთავარი შემსრულებლები ე Juan Atkins და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი იქნებია.  ფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერი Function-ია, რომელიც მსმენელის წინაშე 24 აგვისტოს წარსდგება. ნათქვამია  ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
ფესტივალი კარგია. მაგრამ ანაკლია სხვა მიზნითაც შენდებოდა – მას შემოსავლები მოსახლეობისთვისაც უნდა  მოეტანა. დღეს კი ანაკლიელებს ზღვა გაუმაგრებელი ნაპირებიდან სახლებში უვარდებათ .  დასაქმების პერსპექტივა გუდაში ჩასმულ კატას დაემსგავსა, დევნილის დახმარება 45 ლარზე დარჩა , შშმ პირის პენსია  – ას ლარზე. ძნელია იყო უცხო საკუთარ სახლში. 
 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...