ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა

0
396
თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა. 
 
 აჭარის ჯანდაცვის მინისტრის  ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, „ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მიკროავტობუსი, რომლითაც    21  ადამიანი მგზავრობდა, ცენტრალურ გზაზე მოძრაობისას გადაბრუნდა,  დაშავებულია საქართველოს სამი მოქალაქე., მათგან ორის მმდგომარეობა შედარებით მძიმეა,- ისინი ცოლ ქმარი არიან. ქმარი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მეუღლეს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება, მას მრავალეტაპიანი ოპერაცია ესაჭიროება. ჩვენი საკონსულოს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. რაც შეეხება მკურნალობის ხარჯებს, გადაუდებელ შემთხვევაში თურქეთის სახელმწიფო პასუხისმგებლობას სრულად იღებს“,- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
 
 მისივე თქმით, მიკროავტობუსში მძღოლის ჩათვლით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ისინი თურქეთში სეზონური სამუშაოსთვის მიდიოდნენ. 
 
თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ჩვენებაში მიუთითებს, რომ მძღოლი ტელეფონზე საუბრობდა, ნაწილი კი ამბობს, რომ მძღოლს ჩაეძინა.
 
როგორც საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე  აცხადებს, „გენერალური საკონსულოს ჯგუფები იმყოფებიან პოლიციაში, სადაც საქართველოს 17 მოქალაქე და 1 მძღოლი იმყოფება. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ისინი აძლევენ ჩვენებებს. ჩვენი მეორე ჯგუფი იმყოფება საავადმყოფოში, სადაც ცოლ-ქმარია მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში შედარებით მძიმე, მაგრამ სტაბილური მდგომარეობით. მათ უტარდებათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში. სახელმწიფო საავადმყოფოში იმყოფება საქართველოს ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია. ამ ადამიანების ტრანსპორტირებისთვის საქართველოდან ჩამოვიდა გამართული მიკროავტობუსი და ეს 17 ადამიანი დაბრუნდება ქვეყანაში. მძღოლი დაკავებულია ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. იგი იმყოფება წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. მისი ბრალი დამძიმდება ან გაათავისუფლებენ იქიდან გამომდინარე, თუ რა ჩვენებებს მისცემენ საქართველოს დაზარალებული მოქალაქეები. ჩვენებებში მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ მძღოლი საუბრობდა მობილური ტელეფონით, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ მძღოლს შესაძლოა დაეძინა“, – განაცხადა მიქაცაძემ. 
 
წინა სტატიაისა ქაძოევის ბებიას ჩვევა: რა ხიფათიც არ უნდა მოსვლოდა,მაშინვე დაიძახებდა: ოო, რუსებო, თქვენ არ ნახეთ კარგი დღე
შემდეგი სტატიატერაქტი ლონდონში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური