მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ ჩნდებიან ,,უღარიბესი'' დევნილების კუთვნილი ჯიპები ახალგანაწილებული ბინების ეზოებში?

როგორ ჩნდებიან ,,უღარიბესი” დევნილების კუთვნილი ჯიპები ახალგანაწილებული ბინების ეზოებში?

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. 
 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდს ცნობით, , გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, მოიპოვა მისი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მაღალი რანგის სხვადასხვა თანამდებობის პირის დახმარებით, საკუთრებაში გადასცემდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ 4-ოთახიან ბინას.
 
მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული თანხის ნაწილის – 3 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.
 
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...