მთავარისიახლეებიპოლიტიკაორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე ლლი ანთია ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე ლლი ანთია ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

Published on

ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე ლლი ანთია ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. „ოდიშინიუსი“ მას უცვლელად გთავაზობთ
 
„ბევრჯერ მოგმართეთ, მაგრამ არასოდეს მიმიღია თქვენგან პასუხი. როდესაც სამეგრელოს ესტუმრეთ 2012 წელს პირველად, ჩვენს სოფელში, ოდიშში დაგიდექით გვერდით, ასევე იყო სოფელ ორულუში თქვენს წინააღმდეგ ბრძოლა. ხალხს ჩვენ ვედექით გვერდში, 15 აგვისტოსაც.ასევე ბევრი სხვა შემთხვევაც იყო.ვინც დაგიპირისპირდათ, ყველა თანამდებობაზეა, ვინც გიერთგულათ ყველა განზე გაწიეთ. თქვენგან გულდაწყვეტილია ზუგდიდის  ოსახლეობა. არ ხართ ალბათ კარგად ინფორმირებული.შონიას ყველაფერი კარგად არისო, ასეთი ამბავი ჩცაქონდა ალბათ თბილისში. კვირიკაშვილისა და ალავიძის დაჯგუფება მართავს სამეგრელოს  და  მაფიითაა სავსე.ზუგდიდის მერი ლაშა გოგია ოცნებაში მოიყვანა ედიშერ თოლორაიამ. ფული ჯოჯოხეთს ანათებს.გოგია ნაციონალი იყო. მერე მობრძანდა თოლიორაია ოცნების პარტიის თავმჯდომარედ, მერე გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, და დღეს ალავიძის წყალობით არის ზუგდიდის მერი. დასაქმებული ყავს ნათესავები, ოჯახის წევრები, ცოლი, ცოლისძმა, ცოლის ძმის ცოლი- ნეპოტიზმი მძვინვარებს- სიპებში,ააიპებში, ოჯახის წევრები, მეზობლები, სიდედრის კლასელები. მილიონებია გაფლანგული, გადათხრილი და გაჩანაგებული ქალაქია. თხილის ფასი დავარდნილია, აქაც თქვენი სახელია გამოყენებული, თითქოსდა თქვენია თხილის ქარხნები, ხალხი მშიერია. ყველა ისინია დასაქმებული, ვინც თქვენ გებრძოდათ, ვინც თქვენ გაგინებდათ. ტენდერების გაყიდვებზე რამდენი მილიონები იხარჯება.. ხალხს არაფრის იმედი არ აქვს. თქვენი იმედით ხალხი თავს წირავდა 2012-ში. გაქრე ყველა იმედი. საკრებულოს თავმჯდომარე წოწერია  მუშაობდა გიგი უგულავასთან. 2014 წელს მოიყვანა ლევან შონიამ საკრებულოში. ყველა სფერიოს ყოფილი ნაციონალბი განაგებენ.ბ-ნო ბიძინა, რატომ ნიშნავთ გუბერნატორად რატომ არ ინიშნება კადრი სამეგრელოდან?- არის კადრები თქვენს ,ხარდამჭერებში და მოიძიეთ. თქვენი მომხრეები იჩაგრებიან, გარიყულები არიან მე პირადად იმიტომ დამიპირისპირდნენ, რომ სიმართლეს ვამბობდი. ბ-ნო ბიძინა თქვენ ხართ ყველაფერში დამნაშავე- ესენი ყველა თქვენი მტერია. მოეგეთ გონს, სანამ დროა და მიხედეთ სამეგრელოს:“- აცხადებს ლალი ანთია
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...