მთავარისიახლეებისამართალიმალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა სუს-ში დასრულდა

მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა სუს-ში დასრულდა

Published on

პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.  მალხაზ მაჩალიკაშვილმარამდენიმე წუთის წინ დატოვა  სუს-ის შენობა, სადაც  დაკითხვაზე იმყოფებოდა. 
 
მაჩალიკაშვილს გამომძიებლებმა კითხვები 31 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს, როდესაც ის სუს-ის წინ თავის აფეთქების შესახებ საუბრობდა.
 
მალხაზ მაჩალიკაშვილი განმარტავს და ამბობს, რომ ეს განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა და სუს-ის წინ თავის აფეთქების რეალური განზრახვა არ ჰქონია. „აქ არანაირი დანაშაულის მხრივ არაფერი არ იკვეთება. რაც გავაკეთე განცხადება ის იყო ემოციის ფონზე. მე არც მიფიქრია, არც მქონია გულში… ემოციურ ნიადაგზე გავაკეთე, ჩემს ადგილას სხვაც იტყოდა უფრო გაცილებით მეტს იტყოდა,“ – აცხადებს მაჩალიკაშვილი.
 
სუს-ის ბრალდების უსაფუძვლობაზე საუბრობს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი ქეთი ჩუთლაშვილი. მისი  განმარტებით, მაჩალიკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი არარელევანტურია. 
 
,,ამ განცხადებასთან და ზოგადად, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ თვითონ ბატონი მალხაზის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ ჩანდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ გამოძიების დაწყება და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ეს იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებები. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით არის დაწყებული გამოძიება. ჩვენ ამ დრომდე არ მიგვიღია ინფორმაცია იმის მიუხედავად, რომ გამოძიების თაობაზე მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს და მოვითხოვეთ განემარტათ, სსკ-ის რომელი მუხლით გათვალისწინებულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა საგამოძიებო ორგანოს ამგვარი განმარტება არ გაუკეთებია და შესაბამისად, არანაირ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ", – განაცხადა მაჩალიკაშვილის ადვოკატმა.
 
 
 
 
"

სიახლეები

“ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა, რომ წერილი მან დაწერა” – რა გაარკვია ბორის ჩელე ყურუამ

20 მაისს "დაფიონის" მიერ რეჟიმის 17 ტყვის სახელითა და ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელმაც...

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა „შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება

განათლების სამინისტროს ცნობით, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის...

წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც პასუხია; MEGOBARI აქტი არის მტრული აქტი -კობახიძე

არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია - ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების...