მთავარისიახლეებისაზოგადოებაუახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, მაგრამ სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი აღარ არის

უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, მაგრამ სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი აღარ არის

Published on

უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი, მაგრამ სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი აღარ არის – აცხადებენ  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში. 
მისივე თქმით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში შედარებით გაუმჯობესდება ამინდი, თუმცა, 13 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზომიერი წვიმა, წვიმა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებშიც იქნება. 
 
"ჰაერის ტემპერატურა 13 აგვისტოს 24-29 გრადუსის ფარგლებში იქნება როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ხოლო თბილისში +28 გრადუსი იქნება.- აცხადებს სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე.
 
14 და 15 აგვისტოს კი დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, მათ შორის ზღვის კურორტებზე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა მოიმატებს 32 გრადუსამდე. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გრილი ამინდი შენარჩუნდება.
 
რაც შეეხება თბილისს, 14 აგვისტოს 27 გრადუსი, 15-ში კი 26 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ასევე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა", – აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.
 
მისივე თქმით, ძლიერი ნალექი და ზღვაზე შტორმი მოსალოდნელი არ არის.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...