მთავარისიახლეებისაზოგადოებასამშობიარო სახლ "ნინოში" ექიმებსა და გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება...

სამშობიარო სახლ “ნინოში” ექიმებსა და გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა

Published on

თბილისში სამშობიარო სახლ "ნინოში" 35 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალს მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.. პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. ინფორმაცია ჩვილის შესახებ არ ვრცელდება.

სამშობიარო სახლის დირექტორის, ნინო კაკულიას განმარტებით, ქალს გული ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაციის დაწყების შემდეგ გაუჩერდა. ,„ჩვენ დანაშაული არ მიგვიძღვის, რაც შეგვეძლო, რაც საჭიროა, ყველაფერი გაკეთდა. ჩვენთან არ დაღუპულა, ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. აქ იმშობიარა, სტაბილურ მდგომარეობაში გადავიყვანეთ და იქ დაიღუპა",- განაცხადა კაკულიამ.
 
გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახის წევრები სამშობიაროს ადმინისტრაციას და ექიმებს უყურადღებობაში და დაუდევრობაში ადანაშაულებენ. – სამშობიარო სახლ "ნინოში" ექიმებსა და შორის დაპირისპირება მოხდა. 
 
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი შვილი ნაადრევად ამშობიარეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
 
ისინი ყვებიან, რომ ბუნებრივად მშობიარობის მიზნით ახალგაზრდა ქალს დამაჩქარებელი გაუკეთეს. მშობიარობის შემდეგ კი მას სისხლდენა დაეწყო და სისხლისგან დაიცალა. მათვე თქმით, სამშობიარო სახლში გადასასხმელი სისხლი არ ჰქონდათ, რის გამოც ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალს 4 ლიტრამდე სისხლი ჰქონდა დაკარგული, რის გამოც მედიკოსებმა მისთვის ოპერაციის გაკეთება ვეღარ მოასწრეს და ქალი ღუდუშაურის საავადმყოფოს ლიფტში გარდაიცვალა.
 
„ვარდება წნევა იმის გამო, რომ არ არის სისხლი, ამ დროს რაღაც წამლით წევენ. ეს „ტრუხა“ რაღაც არის, ვერ წევს იმიტომ, რომ სისხლი მიდის. ამ დროს იმის მაგივრად, რომ მოვიდეს კომპეტენტური პირი, რომ გასინჯონ, რომელიც აპარატურა ამათ არ აქვთ, რომ გასინჯონ. სისხლი არ აქვთ რომ გადაუსხან, ჩემი შვილი იცლება სისხლისგან. 4 ლიტრი სისხლი დაკარგული ჰქონდა და ლიფტში გარდაიცვალა ბავშვი, საოპერაციომდე ვეღარ მიაღწია,“ – განაცხადა გარდაცვლილის მამამ, ქრისტოფორე აბრამიშვილმა.
 
მომხდართან  დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...