მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ვასაძისგან უარის მიღების შემთხვევაში შესაძლოა პრეზიდენტობისთვის თავად კახა კუკავამ იბრძოლოს

ლევან ვასაძისგან უარის მიღების შემთხვევაში შესაძლოა პრეზიდენტობისთვის თავად კახა კუკავამ იბრძოლოს

Published on

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პრეზიდენტობის კანდიდატობას ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სთავაზობს.
 
რაც შეეხება ფაქტს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად პარტიამ უკვე კახა კუკავა წარადგინა, კუკავა აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის ნაწილია.
 
„რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილ განაცხადს, ეს არის კანონის მოთხოვნა, რათა ბლანკები აიღო და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. აუცილებელია ასეთი განაცხადის შეტანა. ეს იურიდიული პროცედურაა“, – განაცხადა კახა კუკავამ.
 
მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატობაზე პარტიაში ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის, ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან. ვასაძისგან უარის მიღების შემთხვევაში კი, პრეზიდენტობისთვის დიდი ალბათობით თავად
კახა კუკავა იბრძოლებს.
 
 
„საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით, ვიქნები მე თუ ვინმე სხვა ჩვენი პარტიიდან, მომავალ კვირას მივიღებთ. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „თავისუფალი საქართველო“ აუცილებლად მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. კანდიდატს რაც შეეხება, პირადად შევთავაზეთ და სოციალურ ქსელებშიც აქტიურად განიხილებოდა ლევან ვასაძე. გვაქვს კონსულტაციები სხვა კანდიდატებთანაც“, – განაცხადა კახა კუკავამ.
 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, კახა კუკავა საპრეზიდენტო კანდიდატადაა წარდგენილი და განაცხადი ცესკო-ში პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ წარადგინა.
 
ამ დროისთვის, ცესკო-ში პრეზიდენტობის 14 კანდიდატია წარდგენილი.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...