მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთში საფრთხემ გადაიარა, აჭარა ისევ შტორმის მოლოდინშია

სამეგრელო-ზემო სვანეთში საფრთხემ გადაიარა, აჭარა ისევ შტორმის მოლოდინშია

Published on

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე მოხსნილია. უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა რისკ-ზონების მონიტორინგს. 11:00 საათის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შემოსულა.
 
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები დაუბრუნდა კალაპოტს და ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე მოხსნილია. პრევენციის მიზნით, გუშინ ღამე ორი სოფლის წყემისა და ზანათის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გარდა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისა მობილიზებულები არიან იმერეთის რეგიონისა და თბილისის თანამშრომლები“, – განაცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნიკოლოზ სირაძემ.
 
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ შემოსულა. უწყების ცნობით შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა 2 მეტრს მიაღწიოს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...