მთავარისიახლეებიპოლიტიკა"შენების მოძრაობის", "თავისუფალი დემოკრატების" და "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთობლივი...

“შენების მოძრაობის”, “თავისუფალი დემოკრატების” და “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთობლივი საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით უსუფაშვილი დაარეგისტრირეს.

Published on

დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის, თენგიზ შერგელაშვილის თქმით, მათი კანდიდატი დღევანდელ მოცემულობაში მისი წარსული საქმიანობიდან, ოცდაათწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ პრეზიდენტის ფუნქციებს. 
 
“ჩვენ შევიტანეთ რამდენიმე განაცხადი, ამ შემთხვევაში საარჩევნო კამპანიაში ჩართულია რამდენიმე პარტია, როგორც “თავისუფალი დემოკრატები", ისე “ეროვნული ფორუმი”, “შენების მოძრაობა” და ცალკეული პირები, ჩვენ დღეიდან დავიწყებთ უკვე იმ კანონით გათვალისწინებული ხელმოწერების შეგროვებას, რათა საბოლოო რეგისტრაცია მოხდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავით უსუფაშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი დღევანდელ მოცემულობაში მისი წარსული საქმიანობიდან, მთელი ოცდაათწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დღეს განსაზღვრულ პრეზიდენტის ფუნქციებს და ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი, ინსტიტუციურად დალაგებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მოქალაქეებს დავით უსუფაშვილის სახით ძალიან კარგი არჩევანი აქვთ. ეს არ არის მხოლოდ სამი პარტიის კანდიდატი, ამ პროცესებში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება აქამდე პოლიტიკურად იმდენად აქტიურები არ ყოფილიყვნენ, რადგან თავიანთ პროფესიულ მოღვაწეობას ეწეოდნენ. ჩვენი ამოცანები არამარტო ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, არამედ უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ეს არის პოლიტიური პროექტი, რითაც ეს ხელისუფლება 2020 წელს უნდა შეიცვალოს,” – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა. 
 

სიახლეები

შსს-მ ირანის მოქალაქე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით აეროპორტში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ს.ა. დიდი ოდენობით...

უკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის გუნდს ევრკავშირის და ბრეიუსელის მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძლო, დღეს...

პროტესტის ახალი ტალღა განათლების რეფორმის წინააღმდეგ

“ხელისუფლება საუნივერსიტეტო სწავლებას ანგრევს“ - “ოცნების“ დაანონსებული განათლების რეფორმის წინააღმდეგ, პროტესტის ახალი ტალღა იწყება. აკადემიურ...

პაპუაშვილი- NGO კულტურა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა

ჩვენ წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისე, რომ NGO-ები, რომლებიც მათივე შექმნილი...