მთავარისიახლეებისაზოგადოებაუცნობი დეტალები აგვისტოს ომიდან - კობა სუბელიანი იხსენებს, თუ როგორ გამოუგზავნა აშშ-მ...

უცნობი დეტალები აგვისტოს ომიდან – კობა სუბელიანი იხსენებს, თუ როგორ გამოუგზავნა აშშ-მ საქართველოს 48 მილიონი დოლარი

Published on

ყოფილი მაღალჩინოსანი, კობა სუბელიანი უაღრესად საინტერესო ამბავს იხსენებს აგვისტოს ომის პერიოდიდან. მისი თქმით, ის იჯდა იმ თვითმფრინავში, რომლითაც აშშ-მ 48 მილიონი დოლარი გამოაგზავნა საქართველოში.
გთავაზობთ კობა სუბელიანის პოსტს სრულად.„თბილისში, გამოცარიელებულ ბანკომატებში რომ უცებ ფული გაჩნდა, გახსოვთ ეგ დღე?
ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დახმარება იყო ეგ, ვაშინგტონიდან მიუნხენის გავლით გამოგზავნილი, რომელიც იმ თვითმფრინავში აღმოჩნდა, რომლითაც მე მოვდიოდი შვებულებაში მყოფი მიუნხენიდან თბილისში. მიუნხენის რეისი ცხვირწინ ,,გამიქენსელდა” და შიდა რეისით ფრანკფურტში გადაგვისროლეს რომ იქედან გამოვყოლოდით უკანასკნელ რეისს საქართველოში მომავალს.2008 წლის 10 აგვისტო იყო. თბილისის ცაზე შემოსულებს ორი რუსული ბომბდამშენი ამოგვიდგა გვერდით იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავი იყო და არა სამხედრო. ჩამოგდებით დაემუქრნენ პილოტს, თუ არ დარწმუნდებოდნენ ამაში. ილუმინტროების ფარდები აგვაწევინეს და სინათლე აანთეს სალონში.გვდიეს რაღაც პერიოდი, გვათვალიერეს, დარწმუნდნენ, რომ სამოქალაქო რეისი იყო და წამში გაქრნენ. ეს საშინელი განცდა არასოდეს დამავიწყდება არც მე და ალბათ არც მგზავებს. ჩვენგან წასულებმა თბილისი დაბომბეს, რის გამოც არ მიგვიღო თბილისმა და ერევანში გაგვიშვა.ამ საიდუმლო ტვირთს სპეციალური ოფიცერი ახლდა ამერიკიდან. რომ არა მისი ინსტრუქციები და ჩემს მიერ ყირაზე გასვლის ტოლფასი მოქმედებები (ყველანაირი საშუალებებით, უმძიმესი ემოციური ფონის თანხლებით, დაპანიკებული მგზავრების დაწყნარება), ძალიან ბეწვის ხიდზე გავლით ამავე თვითმფრინავით უკან თბილისისკენ გამოფრენის მოხერხება (ბევრი წვრილმანი მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია, ყველაფერს ვერ ვწერ) ის 48 მილიონი დოლარი აღმოჩნდებოდა რუსეთის ხელში, რისი წარმოდგენაც ტვინში სისხლს მიქცევდა, ამიტომ ყველაფერი გავაკეთე, რომ ეგ არ დამეშვა.ურიგოდ გავავსებინე საწვავი, რაზეც დიდი ჯახირი დამჭირდა. რეკვები აქეთ იქეთ, რადგან რეგულარული რეისები ყავდათ ,,გასაზაპრავკებელი” და 3- 4 საათი მოცდა მომთხოვეს, რაც იმ ვითარებაში წარმოუდგენელი იყო. ამდენ ხანს მგზავრებს ვერ გავაჩერებდი თვითმრინავში. ბევრი მცდელობისა და ადეიშვილის ჩარევით ურიგოდ ჩაგვისხეს საწვავი და გავემზადეთ გამოსაფრენად. ადეიშვილი რომელსაც ძლივს დავუკავშირდი რადგან ხაზები არ მუშაობდა, რომელიც იჯდა და ამ ტვირთს უიმედოდ ელოდა პრემიერ გურგენიძესთან და ფინანასთა მინსიტრ გილაურთან ერთად. უიმედოდ რადგან ლუფთანზას გაუქმებული რეისის და შეცვლილი მარშრუტის გამო ტვრითის გადაადგილებაზე ინფორმაცია დაკარგეს. წვდომა აღარ ქონდათ. არა და თბილისში საათები წყვეტდა ყველაფერს. და ამ დროს ვურეკავ და ,,ნამიოკით” ვეუბნები რომ მნიშვნელოვან ტვირთს დავემთხვიე. ამავდროულად ვცდილობდი მგზავრები დამერწმუნებინა და დავარწმუნე კიდეც, რომ მიუხედავად ჰაერში ბომბდამშენების ნახვით გამოწვეული შიშისა, უკვე სამშვიდობოს მყოფები არ გასულიყვნენ თითმფრინავიდან და საქართველოში დაბრუნების ალტერნატიული გზები არ ეძებნათ, და რომ ჩვენ ამავე თვითმფრინავით უნდა დავბრუნებულიყავით საქართელოში. მიზეზს იმისას, თუ რატომ არ უნდა გასულიყვნენ გარეთ და ტაქსით არ წამოსულიყვნენ საქართველოსკენ რა თქმა უნდა ვერ ვეუბნებოდი, გასაიდუმლოებული მდგომარეობის გამო. მადლობა ეკუთვნით მგზავრებს, რადგან დამიჯერეს, მენდვნენ და არ გავიდნენ თვითმფირნავიდან იმ რამდენიმე საათის განმავლობაში.ერთი მგზავრის გასვლაც კი საკმარისი საფუძველი იქნებოდა სომხეთის საბაჟო სამსახურის მიერ საბარგულის გახსნისთვის, სადაც აღმოჩნდებოდა ეს ტვირთი, ამ რაოდენობით ქეში და მერე რაც მოხდებოდა, კრემლის მხრიდან რა პროპაგანდაც მოყვებოდა იმ ყველაფერს თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია. ფულს ფულად რომ დავკარგავდით, იმაზე აღარაფერს ვამბობ, მაგის წარმოდგენაზე ტვინში სისხლი მექცეოდა.
მშვიდობით დავბრუნდით. აეროპორტში ტვირთს დახვდა სათანადო დელეგაცია, ესკორტით. ფული ეროვნულ ბანკს ჩაბარდა და დაუყოვნებლივ განაწილდა ბანკომატებში. მე კი იმ წამიდანვე დევნილების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გადანაწილების ორომტრიალში ჩავერთე, საკვების დარიგების განრიგი და ათასი რამ, ყველაფერს რა ჩამოთვლის. და რამოდენიმე ხანში ვიგებ, რომ ომის დროს ქვეყნიდან გაქცევა დამაბრალეს

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...